ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებით, ტურიზმის განვითარება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
2014-2017 წლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ასფალტისა და ბეტონის საფარი დაიგო ქალაქის შიდა ქუჩებზე, სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები 14 აგვისტოს ახალციხეშიც გაიხსენეს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქ ახალციხის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო.
ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ზემო სვანეთში, დაბა მესტიის ახლომდებარედ, ბანგურიანის მთაზე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია მას შემდეგ, რაც ცეცხლის ჩაქრობის პროცესში შსს-ს ვერტმფრენი ჩაერთო.
12 აგვისტოს ზეკარის უღელტეხილზე დიდმაღალის ქედზე, ადიგენის და ბაღდათის მეგობრობის ნიშნად, საერთო სახალხო დღესასწაული „ზეკარობა“ გაიმართა.
12 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა“ აღინიშნა.
ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.