მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემში გზის მშენებლობა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ, გიორგი გოროზიამ და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელმა, ჯამბულ გეგეჭკორმა დაათვალიერეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერიანე ფოცხვერიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, გია მიქელაძემ მუნიციპალიტეტის მასშტაბით აღდგენილი საგზაო ინფრასტრუქტურა მოინახულეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ზედგინიძე ქალაქის მოსახლეობას და ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ უცხადებს მადლობას იმ ნდობისა და მხარდაჭერისათვის, რაც მათ მის მიმართ გამოხატეს და ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება ხალხის თანადგომაა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
მთავრობა ქალაქ თელავის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას იწყებს, - როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ფარგლებში, სივრცითი დაგეგმარება არაერთ ქალაქსა და მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში დაიწყო.
ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ დაათვალიერეს.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე განათების სამუშაოები სრულდება.
ლეჩხუმის მაღალმთიან სოფელში თანამედროვე სტანდარტების სკოლა გაიხსნა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის სრული აღდგენა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში განახორციელა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მისი თანამდებობაზე საქმიანობის განვლილი პერიოდის შეფასებისას კი ამბობს, რომ „პოლიტიკურად აქტიურ“ და „ტერიტორიულად დიდ“ დუშეთის მუნიციპალიტეტში, გამგებლობა „ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“ და „ძალიან დიდი“, მაგრამ „სასიამოვნო ტვირთიცაა“.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გაუქმებას ნეგატიურ ფაქტად არ აფასებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამის შეჩერების გამო, სოფლებში პროექტების განხორციელების მიმართულებით აქტივობები არ შენელებულა, უფრო მეტიც, ზოგან გაცილებით მასშტაბური პროექტებიც კი ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.