ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეში რევაზიშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დაზარალებულები ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ კვირიკეში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 11 ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები გადასცეს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის პირველ მოადგილესთან, სულიკო თებიძესთან და მოადგილესთან, თეონა ბერიძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩოჩია გაეცნო.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დაცვის მონიტორინგის ერთობლივი განხორციელება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მალხაზ რომანაძე დაინიშნა. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს დასაქმების სააგენტოს 2017 წლის ,,პროფესიული გადამზადების’’ მიზნობრივი პროგრამა გააცნო.
საქართველოში იწყება განვითარების ეტაპი, რომლის მსგავსი მასშტაბები ქვეყანას არ ახსოვს, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის გახსნისას გააკეთა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, საოჯახო სასტუმრო "შატო დიოში" იმყოფებოდა, რომელმაც, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 10 ათასამდე ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.