საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2017 წელს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანაგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის (ლოტი I) მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება.
სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე აცხადებს, რომ 2016 წელი მუნიციპალიტეტისთვის წარმატებული წელი იყო ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკონომიკური კულტურული, სპორტული პროგრამებისა და პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. მისი თქმით, მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წელს 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, დაბა მესტიის ცენტრალურ სკვერში მდებარე ბუნებრივი ნაძვის ხე საახალწლოდ მოირთო.
ქობულეთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 19-მა პირმა დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგ წავიდა. ქობულეთის გამგეობის ცნობით, მომავალი წლის მუნიციპალური ბიუჯეტი 32 605 500 ლარით განისაზღვრა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის „მუნიციპალური უფასო სასადილოს“ პროგრამის ეგიდით, უმწეოთა სასადილოს 280 ბენეფიციარს საახალწლო ტკბილეული გადაეცა. საახალწლო ამანათებისთვის ბიუჯეტიდან 1 428 ლარი გამოიყო. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
ხონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების ყველა აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები დაურიგდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაში გადავიდა.
ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე სოფელ კვირიკეში 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად ახლადაშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა პარმენ მარგველაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა, და „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის დირექტორმა აზერ მამმადოვმა, ონში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და ქალაქის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.