თელავში, ბატონის სასახლის მიმდებარედ, ახალი მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცის შექმნასა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი პირველივე მოსმენით დაამტკიცა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 144 ნაგავმზიდი მანქანა და 7209 ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა.
დღეს ქობულეთის კულტურის სახლში საზეიმო საღამო გაიმართა, სადაც წლის წარმატებული ქობულეთელები დაჯილდოვდნენ. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციაპალიტეტიდან აცნობეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც Guardian.ge-ს ადიგენის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ განუცხადა, 2016 წელს, პირველად, მუნიციპალიტეტის ისტორიის მანძილზე, სამი სოფლის, უდის, არლის და წარბასთუმანის მოსახლეობის ნაწილმა ბუნებრივი აირით სარგებლობა დაიწყო.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და გამგებლის მოადგილეები მინდია ჯელია და არსენ ბალახაშვილი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ.
ხობის მუნიციპალიტეტში, ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოხვამეკარში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა აცხადებს, რომ 2016 წელს გეგმით გათვალისწინებული პროექტები 100%-ით განხორციელდა და ერთადერთი პროექტი, რომელიც დროულად ვერ შესრულდა ეს არის კანიონის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობა, რადგან სამუშაოები გვიან დაიწყო, რასაც თან უამინდობაც დაერთო და ყოველივე ეს პროექტის სათანადო ვადებში დასრულებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.
ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე 18-მეტრიანი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კულტურის სახლში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, სადაც საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. საღამო ფოიერვერკით დასრულდა.
30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს, - კურორტი ოფიციალურად დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.