ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე გურიფულში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაო დასრულდა. ამის შესახებ Guardian.ge–ს ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია დევიზით: „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა...ჩვენი პასუხისმგებლობა“ გაიმართა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი „მასობრივი სპორტის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში ლენტეხს ესტუმრა. მინისტრი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნო, ძიუდოს, ფეხბურთის და რაგბის გუნდების მწვრთნელებს და სპორტსმენებს ესაუბრა.
კახეთის რეგიონში 20 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, 50 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად, ოკაცეს კანიონსა და კინჩხას ჩანჩქერზე იმყოფებოდა.
"მასობრივი სპორტის განვითარების" პროგრამის ფარგლებში, ლეჩხუმს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტთან, კახა ჭუმბურიძესთან სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსსთან, სოფო ჩაკვეტაძესთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.
კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში რთველი მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 19 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემების მიხედვით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 43,6 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. აქედან 21 ათასი ტონა რქაწითელი, 20 ათასი ტონა საფერავი, 1,8 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ქობულეთის კულტურის სახლში რიოს ოლიმპიური თამაშების მედალოსან ირაკლი თურმანიძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სპორტის მუშაკები და გულშემატკივარები ესწრებოდნენ. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნციპალიტეტიდან აცნობეს.
ქობულეთში კერძო საბავშვო ბაღი „სიმბა“ გაიხსნა. წითელი ლენტი მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გაჭრა. საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნის ცერემონიალს ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 125-ე კმ-ზე მდ. ჩხერეზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.