საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136–ე კილომეტრზე, საევაკუაციო ნაგებობა მოეწყო.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, მასსა და სამსახურიდან გათავისუფლებულ რწმუნებულებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში სკოლა შენდება. გამგეობის ინფორმაციით, 200 მოსწავლეზე გათვლილ თანამედროვე სტანდარტების სკოლას კეთილმოწყობილი კლასები, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, საბუნებისმეტყველო კაბინეტი, სპორტული და სააქტო დარბაზები ექნება.
პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა დაიწყება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო.
ადიგენისა და ახალციხის დამაკავშირებელი გზის 8–კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის კმ15-კმ19-ზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
მესტიის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. როგორც მან Guardian.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, კეთდება როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის მსხვილი, ისე სხვადასხვა სახის, შედარებით მცირე პროექტები.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2016 წლის გეგმით განსახორციელებელი ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. როგორც Guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ განუცხადა, აღნიშნულ პროექტებზე ჯამში, დაახლოებით 3 მლნ ლარი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.