დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეწვია და სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი, ლაშა კომახიძე წარუდგინა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაგიკ კარსლიანი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ახალი პროექტის ,,მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის" საკითხებზე იმსჯელეს. ამის შესახებ guardian.ge–ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი საქართველოს“ ერთობლივი ძალისხმევით შორაპნის ციხეზე დასუფთავების აქცია მოეწყო.
ქობულეთში აქცია "გზა დაუთმეთ ქვეითს" გაიმართა. ღონისძიება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრული გამგეობის ორგანიზებითა და ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების მხარდაჭერით ჩატარდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა აბაშის ცენტრში სპორტის ინფრასტრუქტურის, რეაბილიტაციისა და სპორტის ინვენტარის განახლების პროგრამის ფარგლებში განახლებული სავარჯიშო მოედანი დაათვალიერა.
ქობულეთის იერსახის მოწესრიგების მიზნით, ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება. ამის შესახებ guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს საქართველოში თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად პროექტს ახორციელებს, რომელიც ახმეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
დღეს, ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ დაზიანებული ფილების ახლით ჩანაცვლების სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.