ქობულეთის ე.წ. ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები გრძელდება. დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები არასოდეს არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი საკანალიზაციო სისტემით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. ამის შესახებ guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებს ეწვევა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ხონის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შესასვლელი სადარბაზოების, სარდაფების, ღია არხების მიმდებარე და დაჭაობებული ადგილების ტერიტორიების დეზინსექცია მიმდინარეობს. ამის შესახებ guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება – საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებული საწარმოების ნუსხას დაემატება შპს „იწის წყალი“.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს სახელმწიფო „რთველი 2016“-ის სუბსიდირებას მოახდენს – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახე გლეხებს, ფერმერებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ.
ვანი-სულორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სტიქიისგან დაზიანებული მონაკვეთი აღდგა და გზა გახსნილია", - განუცხადა guardian.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.