ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში სპორტული მოედნის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს მინი სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ქუბლეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელიც წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ სოფელ ძევრის პარკეტის მწარმოებელი საწარმო დაათვალიერა. ამხანაგობა „ძევრის მერქნის" კუთვნილ საწარმოში გამგებელი და მასთან ერთად მყოფი თანამდებობის სხვა პირები მოხარშული ხისაგან პარკეტის დამზადების პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ guardian.ge–ს თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე სოფ. ძევრის საჯარო სკოლაში გახსნილ ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკს ეწვია და ბანაკის მონაწილეების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო. ამის შესახებ guardian.ge–ს თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 200 მეტრიანი მონაკვეთი, დაახლოებით, ორ დღეში აღდგება, - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ გააკეთა.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს წყალგამტარი მილის მოწყობის სამუშაოებს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 11 ივლისის 17:00 საათიდან 12 ივლისის 05:30 საათამდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მარტვილის განახლებული კანიონი, სავარაუდოდ, 15 ივლისს გაიხსნება, თუმცა, მუნიციპალიტეტში სტიქიისგან გამოწვეული მდგომარეობის გამო, საზეიმო გახსნა, ალბათ, ვერ მოხერხდება, - განუცხადა guardian.ge-ს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმდჯომარე, გიორგი სეთურიძე ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე იმყოფება და სტიქიის სალიკვიდაციო და გზის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე უწევს კოორდინაციას.
შეკვეთილში არსებული Black Sea Arena-ს მოვლა-პატრონობა და ხელფასები, არასაკონცერტო პერიოდში, თვეში 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე ფარგლებში დაჯდება.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შეკვეთილში მდებარე Black Sea Arena-ს სახით ქვეყანას შეემატა ულტრათანამედროვე დონის საკონცერტო დარბაზი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.