ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დაესწრნენ.
თეა წულუკიანმა დიდ ჯიხაიშში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის (კმ138–კმ152) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს პრემიერ მინისტრი დღეს აჭარაში ჩადის. გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილი სამკურნალო დაწესებულება პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.
დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს კომისიებმა გამგეობის სამსახურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების ანგარიშები მოისმინეს.
სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა.
დღეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა.
საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
წელს, სოფელ ძველ აბაშაში, კლასიკოსი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი განახლდება. მუზეუმის ტერიტორიაზე ღია სცენა განთავსდება და მოეწყობა გამსახურდიების ჯარგვალი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
დაბა ჩაქვში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ორ თვეში დასრულდება. ამის შესახებ guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.