საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, 5 მარტს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენით სამუშაოებს დაათვალიერებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად, საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში დაიფარება.
ხონის სამუსიკო სკოლის ახლად აღდგენილ საკონცერტო დარბაზში დედის დღესთან დაკავშირებით კლასიკური მუსიკის კონცერტი ჩატარდა. სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უცხოელი და ქართველი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები შეასრულეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქაქუთის წყალსადენი სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ადგილზე გაეცნენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე და ასევე საჯავახოს ხიდამდე იქნება შესაძლებელი.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი, ილია მეტრეველი აირჩიეს. კენჭისყრისას, ილია მეტრეველმა საკრებულოს 15 წევრიდან მხარი 10-მა დაუჭირა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დედის დღე აღინიშნა. კულტურის სახლში დედების პატივსაცემად მომღერალ სოფო ბედიასა და კვარტეტ „ბათუმის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ფერმერებს შეხვდა და მესაქონლეობის დარგის განვითარების მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. რაღნიშნულ რეგიონში მესაქონლეობის დარგის განვითარებისთვის უკვე 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
დედის დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი, 150 ლარი ჩაერიცხებათ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში ახლად აშენებული და გელაურში მშენებარე საბავშვო ბაღების შენობები დაათვალიერეს.
დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის ინიციატივით, საკრებულოს სააქტო დარბაზში, შ.პ. ს . მექანიზატორის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.