აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კურორტ "ბეშუმის" რეაბილიტაცია იწყება. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, წელს კურორტ ბეშუმისათვის უპრეცედენტო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის განმავლობაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 960 000 ლარი დაიხარჯება“ - ამის შესახებ guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ განუცხადა.
ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში აკაკი წერეთლის ნაწარმოების მიხედვით, სპექტაკლის „ნათელას“ პრემიერა გაიმართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 7 909 100 ლარს შეადგენს, აქედან 2 733 100 ლარი გათანაბრებული ტრანსფერია; 165 000 ლარი მიზნობრივი ტრანსფერი; 130 000 - გადასახადები; 1 292 000 ლარი გარდამავალი ნაშთი; 1 700 000 ლარი რეგიონული ფონდის თანხა; 543 000 ლარი კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ამის შესახებ ინფორმაცია guardian.ge -ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გაგიკ კარსლიანმა მიაწოდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ლენტეხი-უშგული-მესტიის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ღირებულება 200 მლნ ლარი იქნება და მისი დაფინანსება ბიუჯეტიდან მოხდება. მინისტრის თქმით, აღნიშნული გზის ნახევარი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წელსვე დასრულდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს შეხვდა.
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, InterContinental Hotels Group-ი ბორჯომში ცნობილი ბრენდით – Crowne Plaza შემოვიდა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
ბორჯომი არის უნიკალური კურორტი და მისი განვითარების პერსპექტივა უზარმაზარია, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთში განაცხადა.
საფარის მონასტერთან მისასვლელ 7,2 კმ-იან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება. გზის აღდგენითი სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.