ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ხელმძღვანელობით გაიმართა, განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, დადგენილების პროექტი „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“. სხდომას საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ირაკლი ცეცხლაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სპორტული მოედნების მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ფიჭვნარში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
ქობულეთის იერსახის მოწესრიგების მიზნით წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. ქალაქის რამდენიმე უბანში აქტიურად მიმდინარეობს ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ხერგიანმა ურბნისის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
ტყიბულში გაფიცულმა მაღაროელებმა მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ მორიგი აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა ხელფასებთან დაკავშირებით უცვლელია - ისინი თანახმა არ არიან კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" მიერ შეთავაზებულ ხელფასის 5%-იან მომატებაზე და მინიმუმ 20%-ით მომატებას ითხოვენ.
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისათვის C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია გამართეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გუდაური-კობის მონაკვეთზე 14:00 საათიდან 18:00 საათამდე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც, 25 თებერვლის მსგავსად, აღნიშნულ მონაკვეთზე 26 თებერვლის დღის 14:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.