ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის რაიონის სოფლები დაზარალდა. უხვი ნალექის გამო, აფენში, ზემო ნაშოვარსა და ონანაურში საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დაიტბორა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" გურჯაანში ანტიკორუფციული მოკვლევის შედეგები გაასაჯაროვა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, ჟურნალისტებისთვის წარდგენილ მასალაში ლაპარაკია კორუფციული გარიგებების და ტენდერების პირობების დარღვევით გურჯაანის გამგეობასა და საკრებულოში ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ წამოწყებული ახალი პროექტის “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” პრეზენტაცია ამჯერად მცხეთა-მთიანეთში გამართა.
ახალი სამთავრობო პროექტის- ”ძლიერი რეგიონი- ძლიერი საქართველოსთვის” ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა.
გურჯაანის გამგეობასთან "ნაციონალური მოძრაობის" "ანტიკორუფციული კომისიისა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. დაპირისპირება გამგეობის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოჩენამ გამოიწვია.
“სამართალდამცავები მოსულები იყვნენ და ალბათ დაწყებულია გამოძიება, თუმცა დეტალურად ინფორმაციას არ ვფლობ”, – ამის შესახებ გურჯაანის გამგებელმა გივი გერგაძემ გურჯაანის გამგეობაში წუხელ და გუშინ მთელი დღის განმავლობაში მომხდარი ინციდენტების კომენტირებისას განაცხადა.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას მაჟორიტარის ბიურო ბლოკირებული აქვს. ამის შესახებ განცხადება ღვინიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის ოფისში გააკეთა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ამ წუთებში გამგებლის, გივი გერგიძის კაბინეტში პილიციის ათამდე თანამშრომელი იმყოფება. გამგებლის კაბინეტში ჟურნალისტებს არ უშვებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული კომისია მუშაობას შეუდგა. პარტიის წევრები, აქტივისტებთან ერთად, დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მუშაობას გააკონტროლებენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, წნორში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.