წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგა გულორდავას ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი არაკომპეტენტურობაში, კორუფციასა და მოქალაქეთა ინტერესებისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს.
გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულის აღნიშვნა ხონში წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. ტაძარში მრევლი, მოწვეული სტუმრები – იმერეთის რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები, მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საზეიმო წირვას დაესწრნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე მოადგილეებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად ქუთაისში „გვირილობა 2015’-ის დღესასწაულს დაესწრნენ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში საზოგადოებრივი ცენტრი ოფიციალურად გახსნეს.
საქართველოს პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულ გოგა ვარდოსანიძეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი სპორტის სამსახურთან ერთად შეხვდა. ტარიელ თუთარაშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენს მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.
ლენტეხის ოლიმპიური ცენტრის სტადიონს ოლეგ ლიპარტელიანის სახელი მიენიჭა და გაიხსნა მემორიალური დაფა. ამ დღის აღსანიშნავად ლენტეხს ოლეგ ლიპარტელიანის ახლობლები, მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები სტუმრობდნენ.
ხელვაჩაურში მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა მდინარეში ჩვილის ცხედარი იპოვეს. როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მდინარე აჭარისწყალმა დღენაკლული ჩვილის ცხედარი ნაპირზე გამორიყა.
სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და ყურძენზე გაზრდილი ფასის შედეგად 2014–15 წლებში რაჭასა და ლეჩხუმში დამუშავებული სავენახე ფართობებისა და აღნიშნულ სფეროში განხორციელებული კერძო ინვესტიციების რაოდენობა გაცილებით უფრო გაიზარდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებზე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში ბრიფინგი გამართა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.