ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი სოფელ მარანში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.
ერთკვირიანი წვიმისა და სეტყვის შედეგად დაზარალებული დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისაგან ითხოვს. დუშეთის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ზესტაფონში ცენტრალური ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გზის დაზიანებულ უბნებს ორმოული და ფრაგმენტული შეკეთება უტარდება. გზების კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 ათასი ლარი გამოიყო.
გაეროს განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ალკანამ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში იანეთის თემს, 2 ათასი მეტრი მიწის ნაკვეთისთვის შესაღობი მასალა საჩუქრად გადასცა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი , ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, დაბა წნორის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
შსს-ს ინფორმაციით, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დილის 6 საათიდან სოფელ მლეთაში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ბრიგადები არიან მობილიზებულნი, რომლებიც სოფელ მლეთიდან სალოცავამდე გზის სხვადასხვა მონაკვეთზე არიან გადანაწილებულები.
ასპინძის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება ინტენსიურ ფაზაში გადავიდა და ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით ასრულებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ს ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად ზუგდიდში დღეს „მაკდონალდსი“ გახსნა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს და ჭორს უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.