რეგიონები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში იმყოფებოდა, სადაც იმერეთის რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს შეხვდა. ღონისძიება თემაზე − „ევროპული საქართველო“ − ღორეშის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა, სადაც ისაუბრეს საქართველოს გამოწვევებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ სამეგრელოს რეგიონს ეწვევა. 13:30 საათზე, მთავრობის მეთაური სოფელ ცაიშში, კომპანია STIMOR Associate-ის სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებს, რომელიც პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა.

სრულად...

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა არაბული დუშეთის მუნიციპალიტეტში ტენდერების კანონდარღვევით გამართვის ფაქტებზე საუბრობს და ამბობს, რომ  კანონდარღვევებთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია მიაწოდეს, სადაც რამდენიმე პროექტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სრულად...

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სამედიცინო ცენტრ ,,მკურნალი“-ს მხარდაჭერითა და თანადგომით ნიუ ვიჟენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა მარტვილში სპეციალურ პროგრამა განახორციელა, რომლის ფარგლებში 500-მდე მოქალაქეს გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდა.

სრულად...

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ სულხან ოქროპირიძემ, გამგებელმა სულხან ევგენიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა და მუნიციპალიტეტის სამსახურების წარმომადგენლებმა ქობულეთში ჯავახიშვილის უბანში წყლისა და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

სრულად...

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა- ჯიხაიშში გაზიფიცირების სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. სოფელში, სადაც დაახლოებით 300 ოჯახი ცხოვრობს, მოსახლეობის 95% უკვე გაზიფიცირებულია. სამუშაოები გრძელდება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისთანავე, სპეციალისტები დარჩენილ ოჯახებსაც შეუყვანენ ბუნებრივ აირს.

სრულად...

სენაკის გამგეობასა და ჩინურ კომპანია „ტურიზმის საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. რომლის თანახმადაც ჩინური კომპანია ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯის განავითარებაზე მზაობას გამოთქვამს, რისთვოსაც 250 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

სრულად...

გორდი - კინჩხას დამაკავშირებელი გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამჟამად, ხდება გზის პირველადი ფენის დაყრა- მოსწორება, წყალგამტარი მილების მოწყობა, რის შემდეგაც დაიწყება ასფალტის დაგება. 

სრულად...

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიან სოფელ ზესხოში იმყოფებოდა. სოფელი ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს და იქ ამჟამად მხოლოდ ფრიდონ ქალდანის ოჯახი ცხოვრობს.

სრულად...

მარტვილის მუნიციპალიტეში, გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერითა და ინიციატივით მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი