ხობის მუნიციპალიტეტში შუა ხორგისა და ქალაქ ხობის დამაკავშირებელი 10- კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანიის „საქართველოს მელიორაცია“ დირექტორთან, დავით წითლიძესთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებში, ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ამბულატორიის მოწყობა დასრულდა.
სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა და აღჭურვა 2.5 მლნ ლარით დაფინანსდა. საბავშვო ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ტყიბულში კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან 18 არასრულწლოვანია. ისინი ერთი სკოლის მოსწავლეები არიან. ოთხი ინფიცირებული კი ამავე სკოლის პედაგოგია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სვანური კოშკების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ.
მესტიის მუნიციპალიტეტში ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სვანური კოშკების რეაბილიტაცია მოხდება. პროექტი ლაღამის უბნის სრულ ურბანულ განახლებას და უშგულის თემის სამი სოფლის სვანური კოშკების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე, შიდა ქუჩების, განათების, საინჟინრო კომუნიკაციების, პარკინგის მოწყობას.
უნიკალური კუთხის, უნიკალური ფასეულობების, უნიკალური ენის და ხასიათის ადამიანები ხართ თქვენ. ჩვენ დღეს დიდი მიშა ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმში ვიყავით და იქ ყველაფერი ჩანს ნათლად. თვითონ ფაქტები გვეუბნება, სად ვიმყოფებით ახლა დღეს, მაგრამ აქედან ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ ხართ და ეს კუთხეა საქართველოს უნიკალური მემკვიდრეობის მცველი. ეს არის ყველაზე დიდი ღვაწლი, რისთვისაც სრულიად საქართველო აფასებს და ყოველთვის დააფასებს სვანებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას.
დაბა მესტიაში, ბეთქილის ქუჩაზე, გზის საფარის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის განსაზღვრულია 743 696 ლარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.