ქ. ხობის ცენტრალურ პარკში, პროექტის „საუბარი ჭადრებთან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ წაიკითხა მოხსენება თემაზე ,,სოხუმი-ქართველთა დაუვიწყარი ტკივილი“. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.
საკონსულტაციო ცენტრი იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ გახსნეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის მარნის გახსნას დაესწრო. მინდიაშვილების ოჯახს, სოფელ შილდაში, 21 ჰა ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ვენახი აქვს. მინდიაშვილები, წელს პირველად, ახალ მარანში ოჯახური ბრენდის ქვეშ, ქვევრის ღვინოს დააყენებენ.
ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივმა მოსახლეობამ დასახლების კრებაზე შეარჩია.
22 სექტემბერს, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მესტიის ფილიალში ჩატარდა ტრენინგ-შეხვედრა თემაზე: „კორონავირუსი COVID - 19 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით“, რომლის ფარგლებშიც მოხალისეები გაეცნენ COVID-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა თავიანთი უკმაყოფილება გამოთქვეს მერიის სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის გამო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.