ხვალ გახდება ცნობილი დაიკითხება თუ არა სერგო თეთრაძის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს დღეს თეთრაძის საქმეზე ბრალდებული ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა მიმართეს.
საქალაქო სასამართლო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჯაშუშების საქმის განხილვა გაგრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
საპროკურორო საბჭო 19 ნოემბერს მთავარი პროკურორობის კანდიდატს შეარჩევს. არჩევნებზე დაკვირვების მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 19 ნოემბრის 10.00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნები იუსტიციის სამინისტროში გაიმართება.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს საზღვართან სირიაში საბრძოლველად გამგზავრების მსურველი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურმა, შესაძლოა, ISIS-თან კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატთან გამართა.
„ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატის ქართულ საინფორმაციო ვებგვერდთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოძიება მიმდინარეობს.
საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს, ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი დაუმძიმდათ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მერაბიშვილი და ადეიშვილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ.
მკვლელობა თბილისში. მოკლულია საფეხბურთო კლუბ, ხელვაჩაურის მაჭახელას 20 წლის ფეხბურთელი თენგო ფერსელიძე. შემთხვევა კანდელაკისა და ტაშკენტის ქუჩების კვეთაზე 15 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.