სამართალი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთ დელეგატი, გეგა გობეჯიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. გეგა გობეჯიშვილმა სასამართლოს დარბაზი უკვე დატოვა.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოში გეგა გობეჯიშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. გეგა გობეჯიშვილი სამართალდამცავებმა გუშინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს.

სრულად...

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მთავარი პროკურორის პოსტზე მისი დანიშვნის შესახებ არანაირი მოლაპარაკებები არსად არ მიმდინარეობს.

სრულად...

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ მჭედლიძე და შპს "არქიმედეს" დირექტორი გენადი ამბროლაძე დააკავეს.

სრულად...

ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “საქართველოს” წილებიც დააყადაღა.

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პრესკონფრენციაზე განაცხადა, რომ 2009 წლის საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები ძალადაკარგულად გამოცხადდა და ახალი საშვები ახალი რეგულაციების საფუძველზე გაიცემა.

სრულად...

საინფორმაციო საშუალებებით პროკურატურის თანამშრომლების მიერ „საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვის“ – ე.წ. ნარუშილოვკების გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ბექა ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

 შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ტარიელ ლ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ე.წ. ნარუშილოვკებზე და მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი