სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ე.წ. "ნარუშილოვკები", იგივე სპეციალური საშვები შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაიცემა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გაცემის წესი ბუნდოვანია და ამის დარეგულირებაზე მუშაობა დაწყებულია.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სექტემბერში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიონალი პოლიციელების სამსახურებიდან წასვლის მესამე ტალღის დაწყების გამო კრიმინალის მზარდ ტენდენციასთან გვაქვს საქმე.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1984 წელს დაბადებული შალვა ა. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დააკავეს.

სრულად...

სააპელაციო სასამართლოში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე 7 მოსამართლეს საქალაქო სასამართლოდან გადაიყვანენ, დარჩენილ ადგილებზე კი კონკურსი გამოცხადდება“, – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

სრულად...

მთავარი პროკურატურა, სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის ლევან იზორიას ძმის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

"2015 წლის 28 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით 27 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება რაიმე სახის გადაცდომა, გენერალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს", ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი მამაკაცი დაჭრეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გასროლა სამი ახალგაზრდის მიმართულებით განხორციელდა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელთა მიმართ დანაშაულისა და სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას ამკაცრებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “რეგიონალური განვითარების და სოციალური დახმარების ცენტრის“ დირექტორი გ. გ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

სრულად...

შსს-ს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1995 წელს დაბადებული ლევან ა. და 1999 წელს დაბადებული ირაკლი ე. რასობრივ დისკრიმინაციის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი