თბილისის ვიცე მერის, ლაშა აბაშიძის თქმით, მერია ე.წ. ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებს სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილებას სთავაზობს.
ე.წ. ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებს ოქროს ბირჟის საცავებში შესვლის ნება დართეს. მათ კუთვნილი ძვირფასეულობის აღწერის და ფოტოგადაღების საშუალება გამომძიებლებთან ერთად აქვთ.
ე.წ. ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრის შენობაში შესვლასა და კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, 13:00 საათამდე აძლევენ ხელისუფლებას დროს სავაჭრო ცენტრში შესაშვებად, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობაში ძალით შესვლას გეგმავენ.
თბილისის ვიცე მერის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობის ნაწილის დემონტაჟი მოხდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას დახმარება გაუწიოს ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ე.წ. ბავშვთა სამყაროში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას.
ე.წ. ბავშვთა სამყაროს აღმასრულებელი დორექტორის, გიორგი მაჭავარიანის თქმით, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
თბილისში. ე.წ. ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია მივიდა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფიქრობს, რომ სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.