საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალური პროდიუსერი დოდო შონავა ია ანთაძის მიერ ბოლო დღეებში არხზე დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე აცხადებს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანები არიან სხვა ტელევიზიის კოლეგებთან შედარებით.
თბილისში, ფონიჭალაში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსთავის გზატკეცილის 127 ნომერში ერთსართულიანი სახლი და მეზობლად მდებარე ორი სახლის სახურავი დაიწვა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე - Mercedes-ის მარკის ავტომობილი ხევში გადაიჩეხა.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლის, ია ანთაძის თქმით, მაუწყებელში მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ვასილ მაღლაფერიძის გეგმასთან დაკავშირებით, სამეურვეო საბჭო მიიღებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხუთშაბათს არხის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს შეხვდეს და მისგან წარმოდგენილ გეგმასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღოს.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე „რუსთავის აზოტის" გათავისუფლებული თანამშრომლების მხარდასაჭერად აქცია იმართება. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
თბილისში მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები დამონტაჟდა. შპს "თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, მზის ენერგიაზე მომუშავე „ლედ“ სანათები გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, საპილოტე პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლადარჩეული გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, იმისთვის რომ დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი, დროებით შეჩერდება გადაცემები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.