სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
მთავარია დადონ რამე, სადაც ჩემი ხმა ისმის, და უკვე შინაარს აღარც უსმენენ, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ინტერნეტში, სავარაუდოდ, მისი და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.
ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.
„რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ვახტანგ ხმალაძის გამო ჩავარდა ხმაურის საწინააღმდეგო კანონი“,-ნათქვამია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორი 110 ფუტიანი Island-ის კლასის საპატრულო ხომალდი საჩუქრად გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა. ელექტრონული სისტემა უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს მოიძიონ ინფორმაცია.
საქართველოში რომის პაპის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. პაპის ოფიციალური გაცილების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
ქართული ენა მდიდარია ძმობის, მეგობრობის და ადამიანთა შორის სიახლოვის გამომხატველი გამოთქმებით, მათ შორისაა ერთი მეტად კეთილშობილი და გულწრფელი გამოთქმა - ”შენ გენაცვალე”, რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს, ვიტვირთოთ მისი გასაჭირი, საკუთარი სიცოცხლით შევეხიდოთ მას, - ბრძანა რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა სვეტიცხოვლის ტაძარში.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წმინდა წირვას დაესწრო, რომელიც რომის პაპმა თბილისში, მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე აღავლინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.