საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეთანხმების საფუძველზე, სამინისტრომ 810 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.
„ვიღაცას ძალიან არ უნდა ამ საკითხებზე და იმ პრობლემებზე ვისაუბრო, რაც სასამართლოშია და ვიყო თავის მართლების რეჟიმში. რა 6 მილიონი?! მთვარეზე მთავაზობდა ბიძინა ივანიშვილი მიწის ნაკვეთს“,-განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
პირველად, საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, დამზადდა ადაპტირებული მასალა, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოების ყველა წევრს დეტალურად გაეცნოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და სტრატეგიულ მიმართულებებს.
ხულოში, კერძო პურის საცხობში საწვავის ავზის აფეთქებას 65 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, ადგილზე დროულად მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ერთიანობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა გერმანელ ხალხს გაერთიანების დღე მიულოცა და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ინტერნეტით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, სადაც მისი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარია ასახული, სკანდალურს ვერაფერს ხედავს.
„ყველა მასწავლებელი გმირია თუნდაც იმიტომ, რომ აირჩია ეს პროფესია. მე ვიქნები ყველა მასწავლებლის დამფასებელი", - აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა.
„საქართველოში ორი სიურპირზი დამხვდა - ერთი არის საქართველო. ჩემი მეორე აღმოჩენა კი საქართველოს პატრიარქი იყო“,- განაცხადა რომის პაპმა, ფრანცისკემ იტალიაში გამგზავრებისას, თვითმფრინავის ბორტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
ეს ჩანაწერი გაკეთებულია ჩემ მიერ არა ტელეფონით, ეს არ არის სატელეფონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი გადაღებულია ჩემს მიერ ფარულად, - აღნიშნული განცხადება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიმ საგანგებო ბრიფინგზე, ინტერნეტში მისი და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 9 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19.5%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8.6%-ით გაიზარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.