ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს პრემიერ მინისტრზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მასთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს. 2009 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში "გაერთიანებული ოპოზიციის" ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი პირველად ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი იყო "ერთადერთი ყოფილი ბანკირი, ვინც თავისი რისკის ფასად გვერდით ედგა მთელ ოპოზიციურ სპექტრს ბრძოლის განმავლობაში."
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ იგი გია გაჩეჩილაძეს შეხვდა, თუმცა აღნიშნულ შეხვედრას "მაესტროს" საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
ხვალინდელი დღის იმედი მივცეთ ადამიანებს და ჩვენ ყველამ ერთად, ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის ახალი პროექტის "ახალი ტფილისის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის ახალი პროექტის "ახალი ტფილისის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თბილისი, "წინაპრების დანატოვარი უნიკალური ქალაქი" უნდა განახლდეს და დედაქალაქში მეტი სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას.
პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც თავად ან თუნდაც დეპუტატი გოგი თოფაძე.
თბილისში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 22 წლის ბიანკა შიგუროვა გარდაიცვალა. ის სავარაუდოდ, 3-4 დღის წინ გარდაიცვალა, თუმცა, მისი ცხედარი დღეს ნახეს.
ე.წ. ღორის გრიპით გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა. აღნიშნულს თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფო 265 მილიონ ლარს გამოყოფს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.
"თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, მე ჩემი პრიციპების გადახვევას არ ვაპირებ" - ამის შესახებ "მაესტროს" პარტნიორთა კრებიდან გამოსულმა არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.