ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" გუდაურის სამაშველო სამსახურმა ორი პოლონელი ტურისტი გადაარჩინა, რომლებიც გუდაურში, "კუდებზე" სრიალებდნენ.
ახმეტის რაიონის სოფელ მატანში სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაჭრილი 15 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა. მოზარდი კატასტროფის ბრიგადამ ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან გვიან ღამით იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანა.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე საქართველოში ავსტრიის საპატიო კონსულის, ავსტრიის ავიახაზების საქართველოს წარმომადგენლობის ყოფილი გენერალური მენეჯერის ევა ბერგერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
თბილისის განვითარების ფონდმა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გუმბათის რესტავრაცია დაასრულა. სამუშაოები ფონდმა 2015 წლის ნოემბერში დაიწყო.
ქვეყნის მასშტაბით 50 სკოლაში 20%-იანი გაცდენა ისევ ფიქსირდება. მათგან 43 სკოლა რეგიონებში და 7 დედაქალაქშია. აღნიშნულის მიუხედავად, სასწავლო პროცესი მაინც გრძელდება.
სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მისცეს. აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
ქვეყნის მასშატაბით არსებულ ეპიდსიტუაციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად პრსკონფერენცია გამართა.
"მაესტროს" დირექტორი, ბაია გადაბაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც გადაბაძემ ტელეკომპანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ აპირებს "მაესტროში" მუშაობას პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში, ვინაიდან არხის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, გრიპით დაავადებისა და ექიმთან მიმართვიანობის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს ახალი პროექტის „რესტორნები სოციალურად დაუცველი ოჯახების გადასარჩენად“ ფარგლებში, კიდევ ერთი რესტორნისა და ოჯახის მეგობრობას ჩაეყარა საფუძველი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.