"მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე გაფიცვას იწყებს, - ამის შესახებ "მაესტროს" პარტნიორთა კრებიდან გამოსულმა გადაბაძემ განაცხადა.
მოქალაქეთა ნაწილმა მმართველი გუნდის წევრის, გოგი თოფაძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების საპროტესტოდ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართა.
"მაესტროს" დირექტორის პოსტიდან ბაია გადაბაძის მოხსნის გადაწყვეტილება ტელეკომპანის პარტნიორთა კრებამ მიიღო. ამის შესახებ ჟურნალიტებს კრების მიმდინარეობისას მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 38 საკითხი განიხილეს.
პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებულ კითხვებზე გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას ავრცელებს.
ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ჟურნალისტები სარედაქციო დამოუკიდებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ბაია გადაბაძის მმართველობისას ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა და იმედს იტოვებენ, რომ ეს მდგომარეობა არც მომავალში შეიცვლება.
13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელი 27 ფიზიკური პირისთვის 74 ათას დოლარზე მეტ ფულადი ანაზღაურება გამოიყოფა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დღეს მინისტრის, დავით სერგეენკოს სახელზე მოთხოვნა-წერილი შეიტანა და საგანგებო განცხადება გააკეთა:
კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი ავადდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან დღეს 14:00 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციის მონაწილეები პარლამენტარ გოგი თოფაძის მიერ საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებას გააპროტესტებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.