"მაესტროს" დირექტორის პოსტზე ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე მის ძმას ლევან გაჩეჩილაძეს ასახელებს, პარტნიორთა კრების დაწყებამდე ბაია გადაბაძის დირექტორობიდან გადადგომის მოტივად კი იგი ტელეკომპანიის რეიტინგის კატასტროფულ დაცემას ასახელებს.
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, იმედა ბერაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ბერაძემ განაცხადა, იგი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი, ნიკა ქიზიყურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ქალაქ ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში, განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის სახდელის დაწესების შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხი საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივა არ ყოფილა. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც guardian.ge უცვლელად გთავაზობთ.
ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ აჭარაში 2 დღის წინათ დაღუპული ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი H1N1 გახდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, პრევენციის მიზნით, 3 დღით სასწავლო პროცესი შეაჩერა. ამასთან დაკავშირებით უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც guardian.ge უცვლელად გთავაზობთ.
"თითოეული ჩვენთაგანი ფასდება როგორც ადამიანი იმით, რამდენად შესძლო ამ ადამიანმა სხვა ადამიანისთვის ცხოვრების შემსუბუქება, სხვა ადამიანისთვის ყურადღების მიქცევა და ასევე ჯამურად საზოგადოება, ქვეყანა, მისი ადგილი ცივილიზაციის რუკაზე აქედან გამომდინარე ფასდება", ეს სიტყვები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წარმოთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქართული საზოგადოება განსაკუთრებულია.
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, პოლიტიკოსთა მხრიდან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და განსჯაზე უარის თქმა მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში დიდ წვლილს შეიტანდა.
პრევენციის მიზნით, თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამი დღით სწავლა შეწყდა დედაქალაქის #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.