დიდუბის რაიონის გამგეობა, გორის ქუჩის N4-ში მდებარე ორსართულიანი ავარიული საცხოვრებელი შენობის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.
დედაქალაქში საბავშვო ბაღების მშენებლობა გრძელდება. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ სამგორის რაიონში, კერძოდ, ლილოსა და ე.წ. აფრიკის დასახლებებში მიმდინარე ბაღების მშენებლობა სამგორის რაიონის გამგებელთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.
12 აპრილს, თბილისში, იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან ოფიციალური სტუმრები იუნესკოდან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან, ასევე, იმ ქალაქების მერები და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე იყვნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები ან მომავალში იქნებიან.
„ლიბერთისა“ და „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. „ლიბერთის“ მომხმარებელ ფერმერებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომა უმარტივდებათ. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება გაეზარდათ. რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ ლარს 1 მლნ ლარი დაემატა.
თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. ამჯერად, კახა კალაძემქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 51 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელისაბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური სამუშაოების გამო, 7 აპრილს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ლიბანისა და სარაჯიშვილი სსკვერების კეთილმოწყობაც დაემატა.
ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 15 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად მოემსახურება.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ფონიჭალის ხევში დასუფთავების მასშტაბურ ღონისძიებას ჩაატარებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.