საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელზე დაკვირვებას თბილისის მერია 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს, რათა აღმოიფხვრას მცირე ხარვეზები, რომელიც გამოვლინდება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მიმდინარე კვირაში, თბილისში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ბოლო, შემაჯამებელი ღონისძიებები იმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ძლიერი ქარის დროს, ხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი ტატიანა პავლოვნას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება გრძელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამჯერად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას ფეხით მოსიარულეებისთვის გაათავისუფლებენ და გარემოვაჭრეებს ბაზრობაზე გადაიყვანენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა.
ქართული მრავალფეროვანი ვეგანური აპეტაიზერი - ამ სათაურით BBC ონლაინ გვერდზე მკითხველს ქართულ სამზარეულოს აცნობს. სტატიის ავტორმა სარა ფრიმენმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, კულტურასა და სამზარეულოს გაეცნო.
ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ადგილი აქვს ხეების წაქცევის, ხის ტოტების მტვრევის, სახურავების დაზიანების ფაქტებს.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობასრულად განახლდა.შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზი იყო, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა.
თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებსდროებით ვერ ემსახურება. შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა.
თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იუნესკოს, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად იმ ქალაქების მერები და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც უკვე იყვნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები ან მომავალში იქნებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.