დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს და მას მადლობა გადაუხადეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის.
ა/ო „პოზიცია“ 2015 წლის 27 დეკემბერს კლუბ „Urban Lounge“-ში ახორციელებს რიგით მე-7-ე საქველმოქმედო პროექტს სახელწოდებით „ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად“.
მე მუდამ ვგრძნობდი უფლის სიახლოვეს, რომელსაც ეჭირა ჩემი ხელი და მატარებდა უფლის გზებზე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 38-ე წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას, რომელიც წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიმდინარეობს, ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად შეუერთდა.
25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიმდინარეობს.
თავის საშობაო ქადაგებაში რომის პაპმა ფრანცისკმა მსოფლიოს რომაული ეკლესიის 1.2 მილიარდი კათოლიკე გააფრთხილა, ნუ იქნებიან "მოწამლულნი" ქონების მოყვარულობით. მან იმ მსოფლიოში, რომელიც "მომხმარებლობით და ჰედონიზმით, სიმდიდრით და მფლანგველობით არის მოცული", მორწმუნეებს მეტი ზომიერებისკენ მოუწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა წითელი ჯვრის მოწყალების დას, მარიამ მაყაშვილს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
დღეს, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს ეზოში, ლუბლიანას ქუჩაზე, "დემოკრატიის ინსტიტუტმა" და "მემარცხენე ალიანსმა" კლინიკის ექიმებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს გამწვანებული ბაღის განადგურების ხარჯზე მშენებლობას აპროტესტებდნენ.
წმინდა სინოდმა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოხსენება მოისმინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო-შემეცნებით კამპანიას აგრძელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.