თბილისი საახალწლოდ დღეს, 17:38 საათზე განათდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს ცენტრალური ქუჩები - რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო.
მომავალი წლიდან დამრღვევ მძღოლებს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მართვის მოწმებას 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის რაგბის ფედერაციაში 20 დეკემბერ დანიშნული არჩევენის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ სფეროს, რომელშიც ყველაზე დიდი წარმატეტები გვაქვს, "რაიმე ჩრდილი და ტალახი არ მოეცხოს".
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უახლოეს წლებში, ჯამში დაახლოებით საქართველოს 200 000 მოქალაქეს განვკურნავთ" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის სიტყვით გახსნისას განაცხადა.
მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის, ხოლო 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა. გარდა ამისა, შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრა.
მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმად საჯარიმო სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება ავტომობილი, რომელიც ტროტუარზე ქვეითების მოძრაობას შეაფერხებს, მათ შორის შშმ პირთათვის განკუთვნილ პანდუსზე, - აღნიშნულის შესახებ guardian.ge -ს ახალგაზრდა აქტივისტების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციიდან - "იარეთ ფეხით" - აცნობეს.
2016 წლის 1-ელი მარტიდან მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ერთად, ე.წ. საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება. ეს აკრძალვა ავტომობილების გარდა , ასეთი ტიპის ავტობუსებსაც შეეხება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ "პოზიტიურ" ჩარევას უშვებს. ხეჩიკაშვილი რაგბის კავშირის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ "სახელმწიფო მხოლოდ პოზიტიური კუთხით თუ ჩაერევა" არჩევნებში.
დღეს ყოველი ჩვენგანი, ყოველი ქართველი უნდა შევიდეს ეკლესიაში და უფალს მადლობა შესწიროს ამდენი წყალობისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის გიორგი ნიჟარაძე და ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ. კანდიდატების წარდგენის ვადა გუშინ, 11 დეკემბერს, 18 საათზე დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.