საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მზუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს საახალწლოდ ფულადი დახმარება დაურიგდათ.
თბილისის მერიამ დღეს დედაქალაქში, ლილოს დასახლებაში არსებული თავშესაფრის მცხოვრებთა პირობების შესახებ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ 2016 წლის 1 იანვარს თავშესაფარში განხორციელდა რამდენიმე ბენეფიციარის დამატებით მიღება.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე გირგვლიანების ოჯახს ბოდიშს უხდის.
"სარეცეპტო რეფორმამ მოგვცა შედეგი, რომ ჩვენს ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანია 99 %-ით არის შემცირებული" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართუოლ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აკრძალულია ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ფიზიკური დასჯა, უგულებელყოფა, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი მოპყრობა, ნათქვამია კანონპროექტში, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფეროს საქმიანობას არეგულირებს.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის შთამომავლები საქართველოს ეწვივნენ. ნოე რამიშვილის შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა საქართველოში ბაბუის პასპორტი ჩამოიტანა.
"მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ ოჯახის წევრი გახდით საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის" - გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქს.
საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპატრიარქოში საზეიმო ტრაპეზზე იმყოფებოდნენ, რომელიც პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა.
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთის განაპირას, სამების სალოცავთან ახლოს, ე.წ.მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს. საბა სეხნიაშვილი და ლაშა გლურჯიძე სამების სალოცავში სანთლების ასანთებად იყვნენ წასულები. საბა სეხნიაშვილი ე.წ. მესაზღვრეებს გამოექცა, ხოლო ლაშა გლურჯიძე ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში ეწვია და დაბადების დღე მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.