კასპიის ზღვაში ნავთობის პლატფორმაზე მომხდარი ტრაგედია დიდი განსაცდელია ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხისთვის, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. ღარიბაშვილი ქართველი ხალხის სახელით აზერბაიჯანელ ხალხს უსამძიმრებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებისა და დილერების აქციის მონაწილეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს და ურჩევს დაფიქრდნენ, რომ "თუ მარჯვენა/მარცხენას აღრევა გზებზე სრულიად უსაფრთხოა, მაშინ სხვა ქვეყნებმა რატომ არ შეურიეს ავტოპარკი აქამდე?"
ნაძალადევის რაიონში სუმბათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელსა და საკანალიზაციო სისტემას. 5000 კვ/მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მქონე მძღოლები გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციებს იწყებენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მოთხოვნაა ხელისუფლებამ არ აკრძალოს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია. მათი თქმით, თუ ხელისუფლება ყურად არ იღებს მათ მოთხოვნას, დაიწყებენ მსვლელობას თბილისის ქუჩებში პიკის საათებში.
„ჩემი მძევალი ანგელოზები“ - პირველი სპექტაკლი მსჯავრდებულების მონაწილეობით რუსთაველის თეატრის სცენაზე დაიდგა. წარმოდგენას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
"ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულების დადგმული სპექტაკლის - "ჩემი მძევალი ანგელოზები" ნახვის შემდეგ განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად საკუთარი გულის ჯვარი გადასცა.
თბილისის მერიაში მდინარე ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.
სამხედრო პოლიციის დასავლეთ ბატალიონის თანამშრომლებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს. ქუთაისში, თვალჭრელიძის ქუჩა № 5-ში მდებარე ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა უსწრაფესად იმოქმედეს და უგონოდ მყოფი ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალბატონი მახლობელ საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილებით გადაიყვანეს.
"ზამთარში არანაირი გრაფიკი არ იქნება, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულებრივად უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.