მსჯავრდებულთა გარკვეული კატეგორიისთვის ხანმოკლე პაემნის ფარგლებში მნახველ პირთა წრე ფართოვდება. შესაბამისი ცვლილება "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესის და პრობაციის შესახებ" კანონში შედის.
პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს მთელი მსოფლიო მთის დღეს აღნიშნავს და საქართველოც სწორედ ამ ინიციატივას უერთდება.
საქართველოს მთავრობა სკოლებსა და ბაღებში კვებისა და ჰიგიენური ნორმების კონტროლს ამკაცრებს. პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, კვებისა და ჰიგიენის ნორმების დარღვევის თითოეულ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოახდინონ.
მომავალი წლიდან თბილისში სი-ენ-ჯი გაზზე მომუშავე 150 ერთეული ავტობუსის შემოყვანა მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს მერიაში გამართულ "მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის" პრეზენტაციაზე განაცხადა.
მომავალი წლის 1-ელი სექტემბრიდან, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია 216 ლარი იქნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა.
პირველი იანვრიდან ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შედის. სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგულაციები, სავარაუდოდ, ფქვილზე ფასის მატებას არ გამოიწვევს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია“-ს ხელმძღვანელმა, გურამ ადამაშვილმა, ორგანიზაციის სხვა წევრებთან და ქუჩის მუსიკოსებთან ერთად, საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ მზრუნველობამოკლებული ბავშვები მოინახულა.
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი-2" ავრცელებს.
იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტონიმ, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ქართველ საოპერო მომღერალ ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა.
"ჩვენი აქტიური მუშაობის მიუხედავად, ქალაქში მთელი რიგი მოსაგვარებელი საკითხები რჩება" - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.