"როდესაც ვსაუბრობთ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, ამოსავალი წერტილი არის მოქალაქეების უსაფრთხოება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო, კვლევების მიხედვით, არის ავტომობილი და აუცილებელია, ავტოპარკის შეცვლა. აღნიშნული განცხადება აგულაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
პრემიერ-მონისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დადებითად აფასებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივას და აღნიშნული სიახლისთვის მადლობას უხდის შს მინისტრა, გიორგი მღებრიშვილს
"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. ცვლილებები მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების აკრძალვას ეხება. სხდომაზე განხილვის შემდეგ, ახალი წესების პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი თბილისის მერს დავით ნარმანიას სოფელ დიღომში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო საყვედურობს.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დანამატების სისტემა მთლიანად ვერ მოიშლება. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დანამატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტმა სასკოლო ასაკის 5 წლამდე შემცირების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. "ნაციონალური მოძრაობის"დეპუტატის, კობა სუბელიანის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვა კომიტეტში დებატებით წარიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია”-ს ორგანიზებით, 29 ნოემბერს კლუბ Urban Lounge-ში რიგით მეექვსე საქველმოქმედო საღამო, პროექტ “ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად” ფარგლებში, გაიმართა.
რას ფიქრობს ლევან ცაბაძე, რაგბის გულშემატკივრებისთვის იგივე „ლეონსიო“, ბევრისთვის კი „ლეგენდარული ლეონსიო“ 2015 წლის აწ ჩავლილ ინგლისის რაგბის მსოფლიო თასზე, „ბორჯღალოსნების“ მონაწილეობით ჩატარებულ მატჩებზე, ზოგადად, ქართული რაგბის დღევანდელობასა და მომავალზე, ასევე მის და მასთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების განვლილ გზაზე, ამ და სხვა თემებზე იგი guardian.ge -ს ესაუბრა.
"მუსლიმანური რელიგია და ნებისმიერი რელიგია როგორ მისცემს იმის საშუალებას, რომ უდანაშაულო ხალხი დახოცონ" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.