არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს წარმომადგენლები საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.
ორგანიზაციის ცნობით, “პოზიციის” ხელმძღვანელმა, გურამ ადამაშვილმა პატარებს წიგნები გადასცა, მოისმინა მათი პრობლემები და დაათვალიერა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საცხოვრებელი პირობები.
სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა, 300 ლარიანი ჯარიმით შეიცვალოს, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა შსს-ში განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
2016 წლის იანვრიდან თბილისის მერია ქალაქის ადაპტირების სამწლიანი გეგმის განხორციელებას დაიწყებს. გეგმის ფარგლებში, უნივერსალური დაპროექტების პრინციპების გათვალისწინებით, მოხდება 315 მუნიციპალური შენობა-ნაგებობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ადაპტირება. სამშენებლო პროექტისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში 14 000 000 ლარი გამოიყოფა.
საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა. პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე იმოძრავებენ და დააფიქსირებენ დარღვევებს.
2016 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება, - ამის შესახებ შს მინისტრის მაოდგილე შალვა ხუციშვილმა დღეს, სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა
შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. პრეზენტაცია სამინისტროში ცოტა ხნის წინათ გაიმართა. ერთ-ერთი სიახლე ამ მიმართულებით იქნება ის, რომ 2016 წლის მარტიდან, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.
შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. პრეზენტაცია უწყებაში დღეს გაიმართა.
საზოგადოება "ივერია" საკონსტიტუციო სასამართლოს რუსულ საინფორმაციო საშუალებებთან დაკავშირებული ნორმის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. სარჩელი სასამართლოში ნიკა რურუამ შეიტანა.
საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანის ამოცანაა“ - საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილს ამ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.