ტელეკომპანია CNN-ის მიერ საქართველოს შესახებ რეპორტაჟის მომზადების საკითხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, სამინისტრო და მთავრობა ძალიან აქტიურადაა დაკავებული ქვეყნის პოპულარიზაციით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ კლინიკა „კარაპს მედლაინში“ ავღანეთში 2011 წელს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, ახმედ საფაროვი მოინახულეს.
კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, საბურთალოს ქუჩა 47-თან გამავალ მიწისქვეშა დ-300 მმ გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, საბურთალოს, ბახტრიონისა და ფანასკერტელის ქუჩის 6, 9, 11, 13, 14, 15, 16 კორპუსების მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს (4500-მდე აბონენტი) გვიან ღამით გაზმომარაგება შეუწყდა
23 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი, სტუმრებთან და მუსიკოსებთან ერთად, ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ესტუმრა და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
თემქაზე, ხორნაბუჯის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია“ აზერბაიჯანის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმში აქტიურად ჩაერთო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, “პოზიციის” წარმომადგენელი მიმდინარე დღეებში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს სახელწოდებით, “აზერბაიჯანის ახალგაზრდული პოლიტიკის მოდელი”, დაესწრო.
გიორგობის დღესასწაულზე, სამთავროს დედათა მონასტერში სალოცავად მისული მეუფე ილარიონ სამხარაძე ტაძარში მყოფმა მღვდლებმა სცემეს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მეუფის მხლებელ დედა ნინოსაც, რომელიც ამავე დროს, მეუფის პირადი ადვოკატი ნათია სირაძეა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ხელოვანები და მეცნიერები შოთა რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიებით დააჯილდოვა.
ორთაჭალა-შინდისის გზაზე ხეების ჭრასთან დაკავშირებით თბილისის, მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი პროექტ - "პანორამა თბილისს" არ უკავშირდება.
ამ ვიდეოთი პანიკას თესავენ, რომ ხალხი შეაშინონ, არავინ არ მოვა და არ აგვაფეთქებს, - ამის შესახებ ილია გობაძემ მისი შვილის, ხვიჩა გობაძის მიერ საქართველოში მცხოვრები მუსლიმებისადმი "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ვიდეო-მიმართვის კომენტირებისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.