თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, 2016 წლის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით, სავარაუდოდ, გაიზრდება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში, ჭავჭავაძის N49ბ-ში მცხოვრები 9 დევნილი ოჯახისათვის ბინები საცხოვრებელ კომპლექს „მეტრა ვარკეთილში“ კერძო კომპანიის თანადაფინანსებით შეიძინა.
„ჩვენ მოვისმინეთ შეშინებული კაცუნების ბრიფინგი, ეს ადამიანები სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს“ - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი სასამართლოს მიერ დანიშნულ დროებით მმართველებს მოუწოდებს , ტელეკომპანია "დისტანციურად მართონ", თუკი ოფისში შესვლა არ უნდათ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს. ამის შესახებ კომენტარი ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გააკეთა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი-2“-ის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის, “ცერნის” მონაწილეობით ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი ხორციელდება.
არ არსებობს გარემოება, რომლითაც შეიძლება ქალების მიმართ ძალადობის გამართლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა , სადაც მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია - "გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" იმართება.
“გენდერული თანასწორობა არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება ან სოციალური სტატუსი. ქალებისა და მამაკაცებისთვის ერთი და იგივე უფლების მინიჭება ამდიდრებს ჩვენს საზოგადოებას” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია – “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.