სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანი მასმედიის წარმომადგენლებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობენ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცველი ვიდეომასალის ტირაჟირებას.
წმინდა გიორგი ერთგვარი სიმბოლოა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენც ყოველთვის გველეშაპების წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელიც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან ოკუპანტებმა სამი ადამიანი გაიტაცეს. მათი წაყვანა აძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან მოხდა, სადაც სოფლის მაცხოვრებლები გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით იყვნენ შეკრებილნი.
არ შეიძლება მშობლისადმი უღირსად მოქცევა. მშობელი ეს არის ღვთისგან მადლმოსილი და მას ეძლევა მადლი, რათა გადასცეს თავის შვილებს და ეს არ უნდა დაჰკარგოთ, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას.
ბერნარდ კუშნერი, რომელიც 7 წელი საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი იყო, ქართული ჯანდაცვის რეფორმირების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ რეფორმები იქნება კატასტროფული, თუ მას მთავრობა მხოლოდ ექსპერტების დახმარებით განახორციელებს.
ბერნარდ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას, - გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიის რამდენიმე სამსახურსა და გამგეობას ამოწმებს. გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განაცხადებით, ეს არის გეგმური შემოწმება.
იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან შეკრებილი. ისინი მთავარი პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენას აპროტესტებენ.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გამსახურდიას გამზ. N23ა-ში საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ მოსახლეობას დღეს თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ გააცნო.
საქართველოში საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბერნარდ კუშნერი ჩამოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს მიაწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.