საზოგადოება

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ლენტეხის რაიონის სოფელ ბენიერში დაკარგული ოთხი ტურისტი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

ჰიპერმარკეტ "გორგიაში" ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი არის დაშავებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სრულად...

კონკურენციის სააგენტომ ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა დაასრულა და კომპანიები და ეკონიმიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ჯარიმა - 14 381 385 ლარი - "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს" დაეკისრა.

სრულად...

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ესწრება ამ დღესასწაულს,–ასე მიმართა ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ზუგდიდში „ვლაქერნობის“ დღესასწაულზე მყოფ პრემიერ–მინისტრს.

სრულად...

დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის დადების დღესასწაული აღინიშნება. ღვთისმშობლის კვართი მუზეუმიდან გადააბრძანეს ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ საზეიმო ლიტურგია აღავლინა.

სრულად...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხორბლით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომანქანის ძარა და რამდენიმე ტონა ხორბალი ცენტრალურ გზაზე დაიფანტა.

სრულად...

გლდანში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნანგრევებში გვიან ღამით იპოვეს. უბედურ შემთხვევას სულ 5 ადამიანი ემსხვერპლა.

სრულად...

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, გლდანში კორპუსის ნაწილის აფეთქების დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი - დაშავდა. ამის შესახებ ნარმანიამ შემთხვევის ადგილზე განაცხადა. ნარმანიას თქმითვე, ნანგრევებში კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.

სრულად...

გლდანში, მე-6 მიკრორაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთაგან ერთი ქალი, მეორე კი მამაკაცია. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ორი დაღუპულის გარდა აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ 4 პირი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

სრულად...

„ბანკები ჩვენ გვეხება“ - ამ სლოგანით  არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” ინიციატივით, სექტემბერში მაღალი საბანკო პროცენტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქცია „ბანკები ჩვენ გვეხება“ - გაიმართება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი