არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ სოციალურ და ონლაინ მედიაში ყალბი ინფორმაციების გავრცელების წინააღმდეგ გამოდის და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს სათანადო რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით.
უეფა-ს 2015 წლის სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით კანონით აკრძალულია უეფა-ს ლოგოს უნებართვო გამოყენება, პროდუქციაზე დატანა და გაყიდვა, უნებართვოდ მატჩის საჯარო ჩვენება, მატჩის ბილეთების გადაყიდვა ან გათამაშება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საქპატენტის" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ განაცხადა.
თბილისის მერიაში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად „მომავლის ქალაქის“ კონცეფცია (Morgenstadt City) განიხილეს. პროექტთან დაკავშირებით თბილისში ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის, „ფრაუნჰოფერის“ დელეგაცია იმყოფება.
თბილისში აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევისას დაღუპული 4 ადამიანი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ. გარდაცვლილთა შორის არის მე-10 კლასელი ახალგაზრდა, რომელიც ბიძის სანახავად შემთხვევით იყო მისული.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ტრაგედიის მიზეზების უსწრაფეს გამოძიებას ელის.
თბილისის მერია დემონტაჟის სამუშაოებისას მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ახალგაზრდა, რომელიც თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ნგრევისგან მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, 18 წლის იყო. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
თბილისში, აფაქიძის 13 ნომერში მომხდარი ფაქტი ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
თბილისში, აფაქიძის #13-ში მდებარე გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართულის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა ავაშენოთ, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.