საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გერმანული მხარის მიწვევით, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით“ განთავსებას დაესწრო, რომელიც მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა.
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი, მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის „შეწყალებას აპირებდა“, რასაც „ეკლესია მიესალმებოდა“, მაგრამ „ხელისუფლებამ შეიკავა თავი“, ჟურნალისტებთან დამატებით განმარტავს.
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტის განცხადებას შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პასუხობს. მეუფე დანიელის განცხადებაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის „შეწყალებას აპირებდა“, რასაც „ეკლესია მიესალმებოდა“, მაგრამ „ხელისუფლებამ შეიკავა თავი“, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე თავად კომისიის წევრები ვერ შეთანხმდნენ, მთავრობასთან კონსულტაციების შესახებ კი, ყოფილ პრეზიდენტს მინიშნება არასდროს გაუკეთებია.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ღუდუშაურის კლინიკაში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, ცოტა ხნის წინ სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულა.
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრებული სასულიერო პირის შეწყალებას აპირებდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მოუწოდებს გარკვეულ ჯგუფებს შეწყვიტონ დეკანოზ გიორგი მამალაძისაგან „გმირის“ შექმნის მცდელობა, რადაგან მისი შეფასებით, „არ არის ეს ის კაცი, ვინც ან საპატრიარქოს ფინანსების სამართლიანი ხარჯისთვის დაიხოკავდა ლოყებს და ან უზიარებლობის გამო მიიღებდა ინსულტს“.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათთვის პრობლემურ და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, შვილებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის იმ ეკლესიაში დაესწრო წირვას, რომელიც მისი მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მოეწყო.
„წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული“ - ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში“ წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე და განაგრძობს:
18 თებერვალს, 10:00 საათზე, დედაქალაქის მერია სპორტის უნივერსიტეტში მწვრთნელთა მეოთხე ნაკადის გადამზადებას იწყებს. გადამზადებას ამჯერადაც 60-ზე მეტი მწვრთნელი გაივლის, რომლებიც თბილისის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულნი არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.