მიმდინარე წლის მაისში საქართველოს იუსტიციის მინიტრის მიერ ბაღდადის ციხეში ვიზიტისას წამოწყებული ჰუმანიტარული მისია საქართველოს სამი მოქალაქის - 6, 5 და 2 წლის ბავშვების საქართველოში დაბრუნების მიზნით, დიდი ძალისხმევის შედეგად, წარმატებით დასრულდა.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დღეს ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც უკვე გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს, შეიყვანეს ციხეში სუბელიანთან და ჩააწერინეს საუბარი, თითქოს გუშინ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერები დადგმულია.
გავრცელებული ჩანაწერების საკითხზე მირზა სუბელიანი სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მირზა სუბელიანს მასთან მხოლოდ ერთი თხოვნა ჰქონდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მისი შვილის უფლებები დაცული ყოფილიყო.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ეხმაურება გლდანის მე-8 დაწესებულებაში ჩაწერილ იმ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი არაერთ სკანდალურ საკითხზე საუბრობს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში „ოპელის“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული და მთლიანობა საქართველოისა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქს აიძულებენ გადადგომას, საქართველოს საპატრიარქოში უარყოფენ.
სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.