ბიძინა ივანიშვილის მიერ „გოლდმენ საქსში“ აქციების ფლობის თემას საბანკო ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე ეხმაურება. მისი განცხადებით, რეალურად ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს ფლობდა არა „გოლდმან საქსის“ აქციებს, არამედ ამ კომპანიის მიერ შექმნილი ერთ-ერთი საინვესტიციო ფონდის აქციებს. ამ ფონდში შედიოდა ამერიკის ინდუსტრიის ისეთი საუკეთესო სახელები, როგორიცაა „ეფლი“, „მაიკროსოფტი“, „ამაზონი“, „ფეისბუქი“, „ჯპ მორგანი“, „პფაიზერი“, „ბენქ ოფ ამერიკა“, „შევრონი“ და ა.შ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ავტომანქანების პარკირების საკითხი თბილისის მაცხოვრებლების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა და სასიხარულოა, რომ თბილისის მერია ამ საკითხის მოწესრიგებას უკვე დაიწყებს.
მსხვილი ამერიკული საინვესტიციო ბანკის „გოლდმან საქსის“ აქციებით ვაჭრობენ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე და მათი შეძენა თავისუფლად შეუძლია ყველას. „გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობენ მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები, ამერიკის საპენსიო ფონდების ჩათვლით. შესაბამისად, თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ეს უკანონობაა, მაშინ გამოდის, რომ მთელი მსოფლიო უკანონოდ ფლობს „გოლდმან საქსის“ აქციებს“ და ეს აქციები საერთოდ არ უნდა ყოფილიყო დაშვებული სავაჭროდ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე", აცხადებს საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი.
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, Goldman sachs არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკი მსოფლიოში, რომლის აქტივები 900 მილიარდ დოლარს აღემატება.
ფოთში 5 სექტემბერს მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ დაადასტურა.
„ქართული ოცნების“ წევრი ზაზ ხუციშვილი აცხადებს, რომ კალაძის ახალ ინიციატივებს მიესალმება. ხუციშვილის თქმით, პარკირების გადასახადი ქალაქის გარეუბნებსა და ცენტრში განსხვავებული უნდა იყოს.
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა მძაფრი აგრესიის გამოხატულებაა. ეს არის თბილისის მერის მხრიდან სწორად დანახული პრობლემა და ინიციატივა, რომელსაც მივესალმები, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი.
თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საინვესტიციო ბანკ „გოლდმან საქსის“ საქმიანობას გამოეხმაურა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისობა წელს 6-7 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.