პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა დაიძაბა. აქციაზე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ზვიად კუპრავას დაკავება იგეგმება.
„ჩვენ ვუსმენდით ანაფორიან ფაშისტებს“, განაცხადა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“, 1 ივნისს, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშრის“ მიერ გამართულ აქციის შეფასებისას, სადაც მამა დავით ისაკაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას „ამაზრზენი უწოდა.
საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახების წევრებთან კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს შეხვედრები მხოლოდ სულიერი დატვირთვის იყო და სხვა მიზანი არ ჰქონია.
„ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით და ყველაფერს შევძლებთ ერთად. ჩვენ უნდა გავაჩეროთ ეს დამნაშავეთა ჯგუფი, ნებისმიერი“, მიმართა პანკისის ხეობიდან თბილისში ჩამოსულმა, სუს-ის სპეცოპერაციისას საკუთარ სახლში დაჭრილი და შემდგომ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე შეკრებილებს.
პარლამენტის შენობასთან ზაზა სალარიძის მხარდამჭერ აქციაზე ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტიდან, პანკისის ხეობიდან თბილისისკენ მომავალ მალხაზ მაჩალიკაშვილს გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, თუმცა იგი, კუპრავას განცხადებით, მის თანასოფლელებთან ერთან მაინც მოემგზავრება თბილისის მიმართულებით.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს თანადგომას უცხადებს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დადგნენ „გმირი მამის“ გვერდით.
ზაზა სალარიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარს შეხვდა, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ „ემოციებით“ არის დატვირთული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველს და დადუნაშვილის ოჯახს გამოძიების პროცესში არსებულ სიახლეებს სისტემატიურად გააცნობს. გიორგი გახარია მზად არის, უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამას - ზაზა სალარიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს.
ზაზა სარალიძეს, მისივე თხოვნით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეხვდება.
დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. იგი სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ აქამდეც შეეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს არ გააკეთა „მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.