პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციას „ამაზრზენს და სამარცხვინოს“ უწოდებს „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წარმომადგენელი, მამა დავით ისაკაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ადამიანის პიროვნულ ტრაგედიას თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად „ფაშისტური ნაციონალური პარტია“ იყენებს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, თავდაცვის მინისტრის სახელით, მთაწმინიდის პარკში აღინიშნა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს მთაწმინდის პარკში უმასპინძლეს.
პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია 2 ივნისს, 18:00 საათზე განახლდება.
„ჩემო ზაზა, ჩვენი ტკივილი, საქართველოს ტკივლია და ამით ამაყი მამები ვართ, მაგრამ მე მოგიწოდებთ, ვაიძულოთ, რომ სწორი გამოძიება წარიმართოს, განაცხადა აქციაზე მისულმა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვლის მამამ, დავით დადუნაშვილმა.
ზვიად კუპრავას განცხადებით, მათ გეგმები არ აქვთ, მათი მოქმედების განმსაზღვრელი ხალხის სურვილი და ნება იქნება.
სამგზავრო ავტობუსი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და რომელსაც ბაქოში ექსკურსიაზე ქალაქ გორიდან ბავშვები და მშობლები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა. დაშავებულია 30 ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვი. შემთხვევა ბაქო-გაზახის ავტომაგისტრალზე მოხდა. ინფორმაციას „სპუტნიკ აზერბაიჯანი“ ავრცელებს.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
პარლამენტის შენობასთან, სადაც კარვებია გაშლილი და სადაც საპროტესტო აქციის ორგანიზატორები დღის 4 საათისთვის მასშტაბური გამოსვლისთვის ემზადებიან, საქართველოს პრეზიდენტი მივიდა და მათდამი მხარდაჭერა გამოხატა.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილები აქციას პარასკევს, 1 ივნისს, 4 საათზე გააგრძელებენ. აღნიშნული განცხადება ზვიად კუპრავამ გააკეთა.
მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა პრემიერად წოდებული კვირიკაშვილი გააძევა. ძალიან მალე, ძალიან მალე ჩვენ გავაძევებთ ამ მთავრობას, მიმართა ზვიად კუპრავამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.